სამხრეთ-დასავლეთ აზიაში კატასტროფა განიცადა შეერთებული შტატების მზვერავმა თვითმფრინავმა ამ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით,
ამჟამად მიმდინარეობს ავარიის მიზეზების გამოძიება. კატასტროფა მაშინ მოხდა, როცა "იუ-2"-ის ტიპის თვითმფრინავი ბაზაზე ბრუნდებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილს არ ამხელენ "სხვა ქვეყნების მხრიდან გაზრდილი ინტერესის" გამო. შეერთებული შტატების არმია უკვე რამდენიმე ათწლეულია, "იუ-2"-ის ტიპის მზვერავ თვითმფრინავებს იყენებს. 1960 წელს ერთი ასეთი თვითმფრინავი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, რასაც საერთაშორისო სკანდალი და მაშინდელი საბჭოთა ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის განრისხება მოჰყვა.