Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერ-მინისტრის იბრაჰიმ ჯააფარის განცხადებით


ერაყის პრემიერ-მინისტრის იბრაჰიმ ჯააფარის განცხადებით, ქვეყნაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ერაყის პრემიერ-მინისტრის იბრაჰიმ ჯააფარის განცხადებით, ქვეყნაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა
ორი წლის განმავლობაში მოხერხდება. ლონდონში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ტონი ბლერთან საუბრის შემდეგ, ჯააფარიმ განაცხადა, რომ ერაყში მშვიდობის აღდგენისთვის 2 წელი საკმარისზე მეტიც კია. თუმცა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის ვარაუდით, ამბოხება ერაყში შესაძლოა კიდევ 12 წელიწადს გაგრძელდეს. შეხვედრის შემდედ ტონი ბლერმა გაახმოვანა იბრაჰიმ ჯააფარის მოსაზრება იმის შესახებ, თუ ასე ძლიერ რატომ გააქტიურდნენ ამბოხებულები ბოლო პერიოდში:(ტონი ბლერის ხმა ) "ის მიხსნიდა ერთ-ერთ მიზეზს, თუ რატომ გახშირდა მშვიდობიან მოქალაქეებზე სასტიკი თავდასხმები ტერორისტების მხრიდან. იმიტომ, რომ ტერორისტები გრძნობენ წნეხს - არა მხოლოდ კოალიციის სამხედრო ძალების მხრიდან, არამედ უკვე ერაყის ადგილობრივი უშიშროების ძალების მხრიდანაც".
XS
SM
MD
LG