Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი კვლავაც მწვავე შეტაკებების მოწმე


ავღანეთი კვლავაც მწვავე შეტაკებების მოწმე ხდება.

ავღანეთი კვლავაც მწვავე შეტაკებების მოწმე ხდება.
პარასკევს დაწყებულმა ბრძოლამ, რომელიც შაბათსაც გრძელდებოდა, 25 მეამბოხისა და ექვსი ავღანელი პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა. ხსენებული მწვავე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ავღანეთის ადგილობრივმა სამხედრო ძალებმა ურუზგანის პროვინციაში პარასკევს რეიდის მოაწყვეს. რეიდი ადამიანთა გატაცებებსა და მკვლელობებში ეჭვმიტანილი თალიბანის შეიარაღებული რაზმისკენ იყო მიმართული. მსხვერპლია პაკტიკას პროვინციაშიც. გზაზე აფეთქებულმა ყუმბარამ იქ 4 ავღანელი პოლიციელისა და 2 ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG