Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში მომხდარი ტერაქტებით შეძრწუნებულია საქართველოს


ლონდონში მომხდარი ტერაქტებით შეძრწუნებულია საქართველოს პრეზიდენტი

ლონდონში მომხდარი ტერაქტებით შეძრწუნებულია საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი. ქართველი ხალხის სახელით, იგი ღრმა მწუხარებას უცხადებს ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს. “შეძრწუნებული ვარ ლონდონში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტის გამო. ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების სადარაჯოზე მდგომი ქვეყნების წინაშე არსებული საფრთხეები" - ნათქვამია სააკაშვილის სამძიმრის წერილში. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დემოკრატიული ქვეყნები უნდა დაირაზმონ და ერთიანი ძალებით შეუტიონ ტერორიზმს. "ჩვენ ბრიტანეთის ხელისუფლებისა და ბრიტანელი ხალხის სამსახურში ვდგავართ და მზად ვართ საჭირო დახმარების აღმოსაჩენადო”, აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
XS
SM
MD
LG