ბაქოში ასობით ჟურნალისტი და ოპოზიციური პარტიის წევრი შეიკრიბა ჟურნალისტ ელმარ ჰუსეინოვის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად.
ჰუსეინოვი - ჟურნალ "მონიტორის" დამაარსებელი და რედაქტორი - წელს 2 მარტს ბაქოში, თავისი სახლის სადარბაზოში მოკლული იპოვეს. დემონსტრანტებმა დღეს მთავრობას მოუწოდეს, გახსნას ჰუსეინოვის საქმე. ოპოზიციის ვარაუდით, ჰუსეინოვის მკვლელობაში ხელისუფლების წევრების ხელი ურევია. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი მკვლელობას მიიჩნევს პროვოკაციად, რომელიც არეულობის გამოსაწვევად მოეწყო.