Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა


აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის,

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის,
რიჩარდ მაიერსის აზრით, ერაყში ვითარების სტაბილიზების გეგმის განხორციელება ჯერ კიდევ შესაძლებელია. აი, რა განაცხადა ბერლინში ვიზიტად მყოფმა ამერიკელმა გენერალმა: [რიჩარდ მაიერსის ხმა] "ამ თვის მიწურულისთვის უნდა მომზადდეს ერაყის კონსტიტუციის პროექტი. ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის დაგეგმილია რეფერენდუმის მოწყობა კონსტიტუციის საკითხზე, ხოლო დეკემბერში არჩევნები უნდა გაიმართოს. ვფიქრობ, ვითარება - როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური - ყოველივე ამის საშუალებას მოგვცემს."
XS
SM
MD
LG