Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერმა ტონი ბლერმა დღეს


ბრიტანეთის პრემიერმა ტონი ბლერმა დღეს პრესკონცერენცია გამართა და უპასუხა კრიტიკას, რომლის

ბრიტანეთის პრემიერმა ტონი ბლერმა დღეს პრესკონცერენცია გამართა და უპასუხა კრიტიკას, რომლის
თანახმად ერაყისა და ავღანეთის ომებში ბრიტანეთის ჩაბმამ ამ უკანასკნელზე ტერორისტების ყურადღება მიაპყრო. ბლერმა ამ პრესკონფკერენციაზე, რომელიც იქ სტუმრად მყოფ ავღანეთის პრეზიდენტთან ჰამიდ კარზაისთან ერთად გამართა განაცხადა
()ბლერის ხმა
“ცხადია, ტერორისიტები იყენებენ ერაყს გასამართლებლად და ავღანეთსაც. 11 სექტემბერი, ცხადია, უფრო ადრე მოხდა, მაშინ გამართლება აშშ-ის პოლიტიკა იყო ან ისრაელი. მათ მოქმედების მიზეზი ყოველთვის ექნებათ. მანრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამ მახინჯი და მრუდე ლოგის მიმართ, რომელსაც ისინი მიმართავენ”.

ორშაბთს ბრიტინეთის საერთაშორისო კვლევის სამეფო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის მეთაურობით წარმოებული ერაყის ომში ბლერის მხარდაჭერამ, ბრიტანეთი, ტერორისტების სამიზნედ აქცია.

ლონდონში სტუმრად მყოფმა ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ტონი ბლერთან ერთად განიხილა ავღანეთში უსაფრთხოების მხრივ შემქნილი ვითარება, იმსჯელეს გლობალურ ტერორიზმზე და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ზემოთხსენებულ პრეს-კონფერენციაზე ბლერმა და კარზაიმ აღნიშნეს, რომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმის წინააღდმეგ ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG