Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ყოველკვირეული პროგრამა


წამყვანი: ნონა მჭედლიშვილი, თბილისი ამ ერთი თვის წინათ, საქართველოს პარლამენტის

რიგგარეშე სესიაზე, დეპუტატებმა მიიღეს კანონი საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულების ფონდების გაუქმების შესახებ. 2006 წლის 1 იანვარს კანონი ძალაში შევა, მანამდე კი რწმუნებულების ფონდებიდან თანხების არამიზნობრივად ხარჯვის მონიტორინგს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახორციელებს. საქართველოს რეგიონებში მოღვაწე ახალგაზრდა იურისტები და არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ რწმუნებულის ფონდების შევსებისა თუ ხარჯვის გამო მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე არაერთი აღიძრას. "რეგიონული მაცნის" დღვანდელი გამოშვების თემა პრეზიდენტის რწმუნებულების ფონდებში შექმნილი მდგომარეობაა. რადიო "თავისუფლების" ქუთაისელი, გორელი, ზუგდიდელი და ახალციხელი კორესპონდენტების დახმარებით, გადაცემა ნონა მჭედლიშვილმა მოამზადა.

(იხ. აუდიოვერსია)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG