Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მეამბოხეები თავს დაესხნენ ადგილობრივი


ერაყში მეამბოხეები თავს დაესხნენ ადგილობრივი პარტიის "ერაყის ეროვნული კონგრესის" ავტოკოლონას. შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა პარტიის ლიდერი,

ერაყში მეამბოხეები თავს დაესხნენ ადგილობრივი პარტიის "ერაყის ეროვნული კონგრესის" ავტოკოლონას. შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა პარტიის ლიდერი,
ქვეყნის ვიცე-პრემიერი ახმად ჩალაბი. მოკლულია მისი ერთ-ერთი მცველი. როგორც იუწყებიან, თავდასხმა ბაღდადის სამხრეთით, დედაქალაქიდან დაახლოებით 80 კილომეტრის დაშორებით მოხდა. კვირასვე, ერაყის პოლიციის ცნობით, (ბაღდადის სამხრეთით, 50 კილომეტრის დაშორებით) პოლიციის საპატრულო-გამშვებ პუნქტთან, ავტომანქანის აფეთქების შედეგად, 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 12 - დაიჭრა. შაბათს კი, შეერთებული შტატების სარდლობის განცხადებით, 2 აფეთქების შედეგად, 5 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 2 - დაიჭრა. მიუხედავად ყველაფრისა, ერაყის კონსტიტუციის შექმნაზე მომუშავე ჯგუფის განცხადებით, არაფერი შეუშლის ხელს ქვეყნის პარლამენტისთვიის კონსტიტუციის პროექტის დათქმულ ვადაში – 15 აგვისტოსთვის წარდგენას.
XS
SM
MD
LG