როგორც სააგენტო პრაიმ-ნიუსს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს,
ბათუმის 12-ტე ბრიგადის 9 სამხედრო ავტომანქანამ საქართველო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა. ლარსის პუნქტზე ქართულმა მხარემ რუსეთის სამხედრო ბაზის "კამაზის" ტიპის 3 ავტომანქანა არ გაატარა, რომლებიც ქართული მხარისთვის მოულოდნელად მცხეთიდან გასულ ავტოკოლონაში აღმოჩნდა. რუსული მხარის განმარტებით, ეს მანქანები მათ დასახმარებლად წამოიყვანეს, რათა მოძველებულ ტექნიკას ჯვრის უღელტეხილზე გადასვლა არ გასჭირვებოდა.