Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის განცხადებით, გაეროს ბირთვული სფეროს


ირანის განცხადებით, გაეროს ბირთვული სფეროს ინსპექტორებმა 1 აგვისტოს, საღამოს, უკვე დაიწყეს სამეთვალყურეო მოწყობილობის დამონტაჟება ირანის ატომურ-ცენტრში, ისფაჰანში.

ირანის განცხადებით, გაეროს ბირთვული სფეროს ინსპექტორებმა 1 აგვისტოს, საღამოს, უკვე დაიწყეს სამეთვალყურეო მოწყობილობის დამონტაჟება ირანის ატომურ-ცენტრში, ისფაჰანში.
ასეთი განცხადება გააკეთა ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლმა ალი აღამოჰამადიმ ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას. თეირანმა თავისი განზრახვის შესახებ - განაახლოს ურანის გამდიდრება და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა - საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (გაეროს მაკონტროლებელ უწყებას) აცნობა და მისი ექსპერტები სამეთვალყურეოდ მოიწვია. თუმცა სააგენტოს წარმომადგენელის მელისა ფლემინგის განცხადებით, გაეროს ინსპექტორებს სამეთვალყურეო აპარატურის დასამონტაჟებლად დაახლოებით ერთი კვირა სჭირდებათ. ფლემინგის თქმით, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორი ელ ბარადეი მოუწოდებს ირანს - განაგრძოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან (რომელის სახელითაც საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია გამოდიან). ბარადეის მიაჩნია, რომ ამ კრიტიკულ მომენტში ირანმა თავი უნდა შეიკავოს ზიანის მომტანი ნაბიჯის გადადგმისგან.
XS
SM
MD
LG