Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ


გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დღეს თხოვნით მიმართა ირანს

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დღეს თხოვნით მიმართა ირანს
- 1 კვირა დაიცადოს, ვიდრე ქვეყანაში განახლდება ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რაც თეირანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ევროკავშირი და შეერთებული შტატები აცხადებენ, რომ ირანს გაეროს უშიშროების საბჭოში მოუხდება ახსნა-განმარტების მიცემა და მის წინააღმდეგ შესაძლოა ეკონომიკური სანქციებიც იქნეს მიღებული, თუ თეირანი განაახლებს ურანის გადამუშავებას. შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს ირანს. თეირანი აცხადებს, რომ ქვეყანაში დაწყებული ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG