Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტო ადასტურებს


საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტო ადასტურებს თეირანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანამ ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული ატომური საქმიანობა ნაწილობრივ მართლაც განაახლა.

საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტო ადასტურებს თეირანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანამ ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული ატომური საქმიანობა ნაწილობრივ მართლაც განაახლა.
ისფაჰანში განახლებული სამუშაოების შესახებ სააგენტოს წარმომადგენლებს ორშაბათს თავად ხელმძღვანელმა - მოჰამედ ელბარადეიმ აცნობა. ბირთვული პროგრამის მიხედვით სამუშაოების სრულად განახლება მას შემდეგ მოხდება, რაც საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტო ისფაჰანის ატომურ საწარმოებში სამეთვალყურეო აპარატურას დაამონტაჟებს – აცხადებს ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად საიდი. ირანის ხელისუფლება მოელის, რომ ეს სამშაბათს საღამოსთვის მოხერხდება. ევროპის კავშირის ლიდერები მკაცრად აკრიტიკებენ ირანის მოქმედებას. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ორშაბათს შეშფოთება გამოხატეს საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. აქვე ვიტყვი, რომ ირანმა ატომური საქმიანობა გასული წლის ნოემბერში შეაჩერა და ევროკავშირთან მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაება. გაერთიანება მას, ბირთვული საქმიანობის შეწყვეტის სანაცვლოდ, მნიშვნელოვან ეკონომიკურ დახმარებას ჰპირდებოდა. თუმცა ევროკავშირის მიერ წარმოდგენილმა წინადადებათა პაკეტმა თეირანი ვერ დააკმაყოფილა და ბირთვული საქმიანობის განახლებაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. ევროკავშირმა უკვე გააფრთხილა თეირანი, რომ, პროცესის არ შეჩერების შემთხვევაში, საკითხი, ირანის წინააღმდეგ სანქციის შემოღების მოთხოვნით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს გადაეცემა.
XS
SM
MD
LG