Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 3-დღიანი არაოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ


საქართველოში 3-დღიანი არაოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს საგანგებოდ დახვდნენ ბორჯომში, სადაც მის პატივსაცემად სპეციალური კონცერტი გაიმართა.

საქართველოში 3-დღიანი არაოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს საგანგებოდ დახვდნენ ბორჯომში, სადაც მის პატივსაცემად სპეციალური კონცერტი გაიმართა.
საგანგებო დახვედრით აღფრთოვანებულმა ვიქტორ იუშჩენკომ მადლობა გადაუხადა მასპინძლებს, საქართველოს სამოთხე უწოდა, დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა და ხელისუფლებაც შეუქო: (ვიქტორ იუშჩენკოს ხმა) "თქვენ უნიკალური ხელისუფლება გყავთ, უნიკალური პრეზიდენტი, პარლამენტის უნიკალური სპიკერი, უნიკალური - პრემიერ მინისტრი... მე საქართველოს მთავრობის ბევრ წარმომადგენელს არ ვიცნობ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის უნიკალური ახალგაზრდების ჯგუფი, რომელსაც ხვდათ პატივი ემსახუროს საქართველოს". მანამდე კი, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა განახლებული ბორჯომ-პარკი გახსნეს. მიხეილ სააკაშვილმა უმაღლესი შეფასება მისცა ჩატარებულ სამუშაოებს და პირობა დადო, რომ პარკის სტუმრებს შორის ბავშვები საგანგებო პრივილეგიით ისარგებლებენ: (მიხეილ სააკაშვილის ხმა) "ყველა ბავშვი, სანამ მე პრეზიდენტი ვარ, ამ პარკში შემოვა უფასოდ, ჯერ ერთი, და მინდა ხვალიდან დავპატიჟო ყველა, ჩვენ ვიწყებთ ექსკურსიებს ბავშვებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ პარკის სანახავად, ასევე - უფასოდ".
XS
SM
MD
LG