Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის მთავრობისა და აჩეხის პროვინციის


ინდონეზიის მთავრობისა და აჩეხის პროვინციის მეამბოხეთა წარმომადგენლებმა

ინდონეზიის მთავრობისა და აჩეხის პროვინციის მეამბოხეთა წარმომადგენლებმა
ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს დღეს ხელი. დოკუმენტი, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს სამი ათწლეულის მანძილზე მიმდინარე კონფლიქტს, რამაც 15 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ფინეთის დედაქალაქში იქნა ხელმოწერილი. ფინეთის პრეზიდენტმა მარტი ახტისაარიმ, რომელიც შუამავლის როლს ასრულებდა მოლაპარაკებებზე, ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა: "ჩვენი ამოცანა იყო - მიგვეცა აჩეხის მკვიდრთათვის მშვიდობიან, სამართლიანსა და დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრების შესაძლებლობა. მოაწერეს რა ხელი შეთანხმებას, მხარეებმა, სხვათა შორის, ადამიანის უფლებათა დაცვაც ივალდებულეს. აჩეხში, ადამიანის უფლებათა საგანგებო სასამართლო, აგრეთვე შერიგების კომისია დაარსდება". მეამბოხეთა წარმომადგენელმა მალიკ მაჰმუდმა განაცხადა, რომ ათეული წლების მანძილზე მიმდინარე ბრძოლით მეამბოხეებს სამართლიანობის აღდგენა სურდათ აჩეხში.
XS
SM
MD
LG