Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შელკოვსკის რაიონის სოფელ კურდიუკოვსკაიაში, ჩეჩნეთში


შელკოვსკის რაიონის სოფელ კურდიუკოვსკაიაში, ჩეჩნეთში,

შელკოვსკის რაიონის სოფელ კურდიუკოვსკაიაში, ჩეჩნეთში,
საგანგებო ოპერაციის დროს რუსმა სამხედროებმა 4 ჩეჩენი მეამბოხე დააკავეს. საამართალდამცავი ორგანოების ვერსიით, ეს ოთხეული საველე მეთაურის, აბდულმალიკ მეჟიდოვის ქვედანაყოფში შედიოდა. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, დაკავებულთა სახლებში ჩატარებული ჩხრეკის დროს დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-საჭურველი იქნა ამოღებული. ვედენოს რაიონის სოფელ ოქტიაბრსკოეში ადგილობრივი კომენდატურის სადაზვერვო ოცეულის უფროსი ნაღმზე აფეთქდა. კრიტიკულ მდგომარეობაში, იგი, საავადმყოფოში მოათავსეს.
XS
SM
MD
LG