Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ბენედიქტე მე-16 ისტორიაში


რომის პაპი ბენედიქტე მე-16 ისტორიაში მეორე პონტიფექსია იოანე პავლე მეორის შემდეგ, რომელმაც სინაგოგა მოინახულა.

რომის პაპი ბენედიქტე მე-16 ისტორიაში მეორე პონტიფექსია იოანე პავლე მეორის შემდეგ, რომელმაც სინაგოგა მოინახულა.
გერმანიის ქალაქ კიოლნში მან პატივი მიაგო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური მონაწილეობს კათოლიკე ახალგაზრდობის ყოველწლიურ მსოფლიო ფესტივალში, რომელიც კიოლნში იმართება. აი, რა უთხრა მან ჟურნალისტებს თავისი პირველი შთაბეჭდილებების შესახებ: "ის, რომ ამდენი ადამიანი მოვიდა წმიდა პეტრეს მემკვიდრესთან შესახვედრად, ეკლესიის სიცოცხლისუნარიანობის ნიშანია. ბედნიერი ვარ, ვიყო ახალგაზრდა ადამიანებს შორის, მხარი დავუჭირო და შთავაგონო მათი იმედები."
XS
SM
MD
LG