Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ გერმანიის


რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ გერმანიის ქალაქ კიოლნში, ღია ცის ქვეშ, საზეიმო მესა ჩაატარა.

რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ გერმანიის ქალაქ კიოლნში, ღია ცის ქვეშ, საზეიმო მესა ჩაატარა.
მესას 500 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო; მათ შორის იყვნენ კათოლიკური ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის მონაწილეები, რომელსაც წლეულს კიოლნმა უმასპინძლა.
მესის დასრულებისთანავე, ბენედიქტე მეთექვსმეტემ დამსწრეთ აუწყა, რომ კათოლიკური ახალგაზრდობის შემდეგი მსოფლიო ფესტივალი 2008 წელს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გაიმართება. გუშინ რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური გერმანიის მუსლიმან ლიდერებს შეხვდა და მოუწოდა მათ, აქტიურად ებრძოლონ რელიგიურ შუღლსა და შეუწყნარებლობას, რაც, პაპის თქმით, აუცილებელია ტერორიზმის დასამარცხებლად. გუშინვე რომის პაპი გერმანიის კანცლერს – გერჰარდ შრიოდერს შეხვდა. ამით ბენედიქტე მეთექვსმეტემ, რომელიც წარმოშობით გერმანელია, დაასრულა თავისი ვიზიტი გერმანიაში. ეს უცხოეთში მისი პირველი მოგზაურობა იყო რომის პაპის რანგში.
XS
SM
MD
LG