Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში პარლამენტის ზედა პალატამ დღეს


უზბეკეთში პარლამენტის ზედა პალატამ დღეს ერთხმად დაუჭირა მხარი წინადადებას,

უზბეკეთში პარლამენტის ზედა პალატამ დღეს ერთხმად დაუჭირა მხარი წინადადებას,
რომ "ჰანაბადის" აეროდრომიდან გატანილ იქნეს ამერიკელების სამხედრო ბაზა. ამ საკითხის განხილვის ინიციატორები ამტკიცებენ, რომ შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების მძიმე თვიმფრინავების აფრენა და დაჯდომა უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და გარემოზე. შეთანხმება "ჰანაბადის" ბაზით სარგებლობის შესახებ 2001 წლის ოქტომბერში დაიდო. ხსენებული ბაზიდან თვითმფრინავების, პერსონალისა და აღჭურვილობის ევაკუაციისთვის ამერიკელ სამხედროებს 6 თვის ვადა აქვთ მიცემული.
XS
SM
MD
LG