Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ღამით, თბილისის დროით დაახლოებით


დღეს ღამით, თბილისის დროით დაახლოებით 11 საათზე ბრალი წაუყენეს ტელეკომპანია 202-ის დამფუძნებელსა და ჟურნალისტს – შალვა რამიშვილს. როგორც იუწყებიან, ბრალი მასთან ერთად დაკავებულ

დღეს ღამით, თბილისის დროით დაახლოებით 11 საათზე ბრალი წაუყენეს ტელეკომპანია 202-ის დამფუძნებელსა და ჟურნალისტს – შალვა რამიშვილს. როგორც იუწყებიან, ბრალი მასთან ერთად დაკავებულ
დავით კოხრეიძესაც წაუყენეს. პროცესი დაახლოებით 4 საათს მიმდინარეობდა. უშიშროების წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, ასეთი ინფორმაცია გაავრცელა შალვა რამიშვილის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა: (დავით კორკოტაშვილის ხმა) "ბრალდება წაუყენეს გამოძალვა – ჯგუფურად, რომელიც ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ბატონმა შალვამ არ მისცა ჩვენება, რადგანაც ის აპირებს ხვალ, სასამართლოს სხდომაზე, საჯაროდ, საზოგადოების თანდასწრებით, სრული სიმართლის თქმას. და გაცხადებას. ასე რომ, ყველა საინტერესო ინფორმაციას საზოგადოება შეიტყობს ხვალ, საქმის განხილვის დროს". ადვოკატ დავით კორკოტაშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესი, სადაც
შალვა რამიშვილი სიმართლის თქმას აპირებს, ხვალ შუადღისას უნდა გაიმართოს. მანამდე კი, დაკავებული დუმილის უფლებას ინარჩუნებს და პარალელურად, განაგრძობს შიმშილობას, რომელიც მან პროტესტის ნიშნად წამოიწყო.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ის შაბათს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტომანქანაში დააკავეს. როგორც პარლამენტარი კობა ბექაური ამბობს, რამიშვილი მას არარსებული მაკომპრომიტირებელი მასალის ეთერში არგაშვების სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთხოვდა. დეპუტატის მიერ ჟურნალისტისთვის 30 ათასი დოლარის გადაცემის პროცესი ფარულმა კამერამ აღბეჭდა. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც 202-ის ოფისში არიან შეკრებილი, რამიშვილის დაკავებას თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას უწოდებენ და დაკავებულს სოლიდარობას უცხადებენ.
XS
SM
MD
LG