Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გაემგზავრა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გაემგზავრა.
ის და ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ მოძრაობა "სოლიდარობის" დაარსების 25 წლის იუბილეში, რომელიც ხვალ, გდანსკში გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ "სოლიდარობის" ყოფილი ლიდერი და პოლონეთის ექს-პრეზიდენტი ლეხ ვალენსა, პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ალექსანდრ კვაშნევსკი, გერმანიისა და უკრაინის პრეზიდენტები ჰორსტ კოელერი და ვიქტორ იუშჩენკო, ევროკომისიის პრეზიდენტი ხოსე მანუელ ბაროზო, ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მედლინ ოლბრაიტი, ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი და სხვები.
XS
SM
MD
LG