Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გამომძიებელი, რომელსაც ლიბანის ყოფილი


გაეროს გამომძიებელი, რომელსაც ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის გარემოებათა შესწავლა აქვს დავალებული დარწმუნებულია იმაში,

გაეროს გამომძიებელი, რომელსაც ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის გარემოებათა შესწავლა აქვს დავალებული დარწმუნებულია იმაში,
რომ 5 დაკავებული ეჭვმიტანილის გარდა ამ მკვლელობაში ალბათ სხვებიც მონაწილეობდნენ. გერმანელმა გამომძიებელმა დეტლევ მეჰლისმა, პრეს-კონფერენციაზე დღეს ბეირუთში განაცხადა, რომ გაერომ საგულდაგულოდ უნდა გამოიძიოს ჰარირის მკვლელობის გარემოება {დეტლევ მეჰლისის ხმა}: "ეს 5 ეჭვმიტანილი, რომლებიც დავაპატიმრეთ, ჩვენის შეფასებით მხოლოდ ნაწილია ამ საქმისა. ამდენად, გვმართებს შემდგომი გამოძიება და ვფიქრობთ, მეტი ხალხი აღმოჩნდება ამ საქმეში ჩართული". რაფიკ ჰარირი 14 თებერვალს დაიღუპა მოწყობილი აფეთქების შედეგად. მასთან ერთად კიდევ 21 ადამიანი იქნა მოკლული. 5 ეჭვმიტანილი დაკავებულია; ეს ადამიანები ლიბანის უშიშროების უწყებაში მსახურობდნენ და მხარს უჭერდნენ სირიის სამხედრო ყოფნას ლიბანში.
XS
SM
MD
LG