Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უმსხვილეს ფოლადის ქარხანასთან დღეს


უკრაინის უმსხვილეს ფოლადის ქარხანასთან დღეს გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაცია,

უკრაინის უმსხვილეს ფოლადის ქარხანასთან დღეს გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაცია,
რომლის მონაწილეების პროტესტსაც იწვევს მთავრობის გეგმა, კონტროლი დაამყაროს საწარმოზე მის განმეორებით პრივატიზაციამდე: ლაპარაკია გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ნიკოპოლის საწარმოს დირექტორის პოსტზე მთავრობისთვის სასურველი კანდიდატის დანიშვნას. საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები აცხადებენ, რომ საწარმოს ხელმძღვანელობის შეცვლა დაუშვებელია, ვიდრე უკრაინის უზენაეს სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება დავაზე მთავრობასა და საწარმოს აქციების უმრავლესობის ამჟამამინდელ მფლობელს, ვიქტორ პინჩუკს შორის. პინჩუკმა, რომელიც უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას სიძეა, ნიკოპოლის საწარმო 2003 წელს შეიძინა. უკრაინის ახალი ხელისუფლება ატარებს პრივატიზაციის კუჩმასდროინდელი პროცესის შემოწმებას.
XS
SM
MD
LG