Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს მეორედ ჩავიდა ლუიზიანის შტატში,

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს მეორედ ჩავიდა ლუიზიანის შტატში,
რომელსაც გრიგალმა "კატრინამ" ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ჰუმანიტარული ზარალი მიაყენა. შტატის დედაქალაქ ბატონ რუჟში გამოსვლისას, ბუშმა სტიქიით დაზარალებულებს აღუთქვა, რომ ყოველ ღონეს იხმარს მათს დასახმარებლად: [ჯორჯ ბუშის ხმა] "ამ ქვეყანას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ყველაფერი გააკეთოს დაზარალებულებისთვის დახმარების აღმოსაჩენად, და მეც სწორედ ამიტომ დავბრუნდი ამ შტატში." გამანადგურებელი გრიგალი "კატრინა" გასულ ორშაბათს დაატყდა თავს მექსიკის ყურის რაიონს, რის შედეგადაც მისისიპის, ლუიზიანისა და ალაბამის შტატებში ათასობით ადამიანი დაიღუპა. დღეს ქალაქ ახალ ორლეანში პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ოთხი ადამიანი, რომლებიც ქალაქში ძალადობასა და ძარცვას ეწეოდნენ. ამასობაში მაშველები დაღუპულთა გვამების ძებნას განაგრძობენ. მოსახლეობის უმრავლესობა ახალი ორლეანიდან ევაკუირებულია. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა კატეგორიულად უარყო მთავრობის მისამართით აქა-იქ გამოთქმული ბრალდება, თითქოს სამაშველო სამუშაოები იმიტომ იყოს უხეიროდ ორგანიზებული, რომ საქმე აფრიკული წარმოშობის ამერიკელებს შეეხო.
XS
SM
MD
LG