Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში რუსეთის საელჩო საქართველოში მყოფ


თბილისში რუსეთის საელჩო საქართველოში მყოფ თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

თბილისში რუსეთის საელჩო საქართველოში მყოფ თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ამ შინაარსის განცხადების გამოქვეყნება უკავშირდება თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში მომხდარ ინციდენტს, როცა რუსეთის ტელეკომპანია "ენტევეს" გადამღები ჯგუფის წევრებს ადგილობრივმა მოსახლეებმა ვიდეოკამერა დაუმტვრიეს და სოფლიდან გააძევეს. "ენტევეს" თანამშრომლებმა სცადეს, ნაფარაულელებისთვის ეჩვენებინათ ეროტიკული ფილმი, რომლის მთავარი მოქმედი პირები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს პროტოტიპები არიან. რუსი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ფილმზე საქართველოს რიგითი მოქალაქეების რეაქცია აინტერესებდათ. ფილმის სცენარის თანაავტორია რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი მიტროფანოვი.
XS
SM
MD
LG