ბოსნიის ქალაქ სრებრენიცის სიახლოვეს, სავარაუდოდ, ახალი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს.
მასში, ასევე სავარაუდოდ, 1995 წლის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლი განისვენებს. ბოსნიის უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ინსტიტუტის წარმომადგენელ მურატ ჰურტიჩის განცხადებით, აქამდე 10 ადამიანის ნეშტებს მიაკვლიეს და მოსალოდნელია, რომ მეტს აღმოაჩენენ. საფლავი სრებრენიცასთან 30-მდე კილომეტრში, სოფელ ლიპლიეში მდებარეობს.