Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში, სადაც ხვალ საპარლამენტო არჩევნები


ავღანეთში, სადაც ხვალ საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, გრძელდება თალიბების თავდასხმები

ავღანეთში, სადაც ხვალ საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, გრძელდება თალიბების თავდასხმები
დეპუტატობის კანდიდატებსა და პოლიციელებზე.
გუშინ და დღეს რამდენიმე ინციდენტში თალიბებმა შვიდი ადამიანი მოკლეს, მათგან სამი - პოლიციელი. მოკლულთა შორის არის ქაბულის პოლიციის ერთ-ერთი რაიონული განყოფილების უფროსი. კიდევ ორი პოლიციელი დაიჭრა. ძალადობის შემთხვევების გახშირების მიუხედავად, გაეროს საგანგებო წარგზავნილი ავღანეთში ჟან არნო დარწმუნებულია, რომ ძალადობა არჩევნებს ვერ ჩაშლის.
ასეთივე რწმენას გამოთქვამს ავღანეთში მოქმედი აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალი, გენერალი კარლ აიკენბერი.[კარლ აიკენბერის ხმა] "ხვალ არჩევნები შედგება. ძალადობის შემთხვევები იქნება, მაგრამ არჩევნები აუცილებლად ჩატარდება. რეგისტრაცია 12-მა მილიონმა ამომრჩეველმა გაიარა და ეს ხალხი აუცილებლად მივა საარჩევნო უბნებზე, რათა საკუთარი ნება გამოხატოს."
XS
SM
MD
LG