Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებში გრიგალ კატრინას მსხვერპლთა


შეერთებულ შტატებში გრიგალ კატრინას მსხვერპლთა რიცხვი იზრდება. დღეს ამ რიცხვმა 883-ს მიაღწია. გარდაცვლილთა უმრავლესობა ლუიზიანას შტატის მაცხოვრებლები არიან.

შეერთებულ შტატებში გრიგალ კატრინას მსხვერპლთა რიცხვი იზრდება. დღეს ამ რიცხვმა 883-ს
მიაღწია. გარდაცვლილთა უმრავლესობა ლუიზიანას შტატის მაცხოვრებლები არიან.
იმის გამო, რომ დამხმარე ძალები ახალ ორლეანში ისევ პოულობენ გვამებს, მოსალოდნელია, რომ მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

დღეს ფედერალური დამხმარე ძალების წარმომადგენლებმა ახალი ორლეანის მაცხოვრებლებს მიმართეს და უთხრეს, რომ ისინი ჯერ არ უნდა დაბრუნდნენ სახლებში. ახალ ორლეანში ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი სასმელი წყლის მიწოდება, არ მუშაობს წყალგაყვანილობა, და ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

დაბინძურებული გარემოს გამო ექიმები შიშობენ, რომ მაცხოვრებლების დაბრუნების შეთხვევაში ქალაქში ახალი ტრაგედია მოხდება.
XS
SM
MD
LG