Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის პირველ კოლონიაში გვირაბი აღმოაჩინეს


რუსთავის პირველ კოლონიაში გვირაბი აღმოაჩინეს - 12-მეტრიანი გვირაბი საპატიმროს ტერიტორიაზე.

რუსთავის პირველ კოლონიაში გვირაბი აღმოაჩინეს - 12-მეტრიანი გვირაბი საპატიმროს ტერიტორიაზე.
ის საცხოვრებელი კორპუსიდან დამცავი კედლის მიმართულებით იყო გათხრილი. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" იუსტიციის სამინისტროში მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ გვირაბის გათხრაში, სავარაუდოდ, 6 მსჯავრდებული მონაწილეობდა. გვირაბში, რომლის რადიუსი იყო 85 სმ, სიღრმე კი 1,5 მეტრი, აღმოაჩინეს ბარი, წერაქვი და თოკისა და პლასტმასის ჯამისაგან დამზადებული მიწის გამოსაზიდი მოწყობილობა. გვირაბში პატიმრებს განათებაც ჰქონდათ გაყვანილი.
XS
SM
MD
LG