Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა ახალი სასწავლო წლისადმი


თბილისში გაიმართა ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტები შეიკრიბნენ.

თბილისში გაიმართა ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტები შეიკრიბნენ.
სპორტის სასახლეში შეკრებილებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა, გამოცდებში წარმატება მიულოცა და ქვეყნის აღმშენებლობაში აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდა. [სააკაშვილის ხმა] "დღეს თქვენ ხართ მართლაც პირველები! და განათლების სამინისტროს აკისრია ისტორიული მისია, ჩაეტარებინა პირველი ეროვნული გამოცდები მთელი მსოფლიოს დასანახავად. და თქვენ ხართ პირველები არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელთაც დაამტკიცეს, რომ, თურმე, ობიექტურად, ნეიტრალურად შეიძლება გამოცდების ჩატარება და ჩვენ ვამაყობთ თქვენით!" სტუდენტებს მიმართა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კახა ლომაიამ. თბილისსა და აჭარაში ახალი სასწავლო წელი ხვალ იწყება.
XS
SM
MD
LG