Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახმელეთო ნაღმებმა ჩეჩნეთში ბოლო 10


სახმელეთო ნაღმებმა ჩეჩნეთში ბოლო 10 წლის მანძილზე ასობით ადამიანი მოკლა და ათასობით ადამიანი დაჭრა.

სახმელეთო ნაღმებმა ჩეჩნეთში ბოლო 10 წლის მანძილზე ასობით ადამიანი მოკლა და ათასობით ადამიანი დაჭრა.
ამის შესახებ დღეს გავრცელებულ ანგარიშში იუწყება გაეროს ოფისი, რომელსაც ჩეჩნეთში ჰუმანიტარული დახმარების კოორდინირება ევალება. ამ ინფორმაციით, 1995 წლის შემდეგ მიწაში ჩამარხულმა ნაღმებმა მოკლა 641 სამოქალაქო პირი, მათ შორის 125 ბავშვი და დაჭრა 2340 სამოქალაქო პირი, მათ შორის 612 ბავშვი. ჩეჩნეთის შესახებ დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრომოსკოვური ჩეჩნური პოლიციის მუშაკებმა გროზნოში მოკლეს მეამბოხეობაში ეჭვმიტანილი სამი ადამიანი.
XS
SM
MD
LG