Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა დღეს გადადო თურქეთთან საბაჟო


ევროპარლამენტმა დღეს გადადო თურქეთთან საბაჟო კავშირის რატიფიკაცია. ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა 311-მა პარლამენტარმა.

ევროპარლამენტმა დღეს გადადო თურქეთთან საბაჟო კავშირის რატიფიკაცია. ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა 311-მა პარლამენტარმა.
285-მა თავი შეიკავა. პარლამენტის კონსერვატულმა ფრაქციებმა განაცხადეს, რომ სანამ მოწონებულ იქნება თურქეთთან საბაჟო კავშირის თაობაზე ხელშეკრულება, თურქეთმა უნდა გადახედოს თავის პოზიციას კვიპროსთან დაკავშირებით. ანკარა უარს ამბობს კვიპროსის ბერძნული რესპუბლიკის ცნობაზე, რომელიც ევროპის კავშირში შედის. ევროკომისიის წევრმა ოლი რენმა, რომელიც კურირებს კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს, განაცხადა: "ევროპის კავშირის ყველა ქვეყნის ცნობა ევროკავშირში შესვლის პროცესის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს თურქეთსა და ევროკავშირის ყველა ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის აუცილებლობას." ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არ იმოქმედებს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების ვადებზე. იგი 3 ოქტომბრისთვის არის დანიშნული.
XS
SM
MD
LG