Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სულ ცოტა 9 ადამიანი


ავღანეთში სულ ცოტა 9 ადამიანი დაიღუპა და 27 დაიჭრა ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება შეიარაღებული ძალების

ავღანეთში სულ ცოტა 9 ადამიანი დაიღუპა და 27 დაიჭრა ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება შეიარაღებული ძალების
სამხედრო-საწვრთნელი ბანაკის მახლობლად მოხდა. აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა. იგი მოტოციკლეტით მიუახლოვდა ავტობუსის მომლოდინე ოფიცრებისა და ჯარისკაცების მოზრდილ ჯგუფს. მომხდარისთვის ჯერჯერობით არავის აუღია პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. თალიბანის განდევნილ რეჟიმთან დაკავშირებული ძალადობის შედეგად 2001 წლიდან მოყოლებული 1300-მდე ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG