Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთშაბათს საღამოს ერაყის ქალაქ ბალადში


ხუთშაბათს საღამოს ერაყის ქალაქ ბალადში, რომელიც ძირითადად შიიტებით არის დასახლებული,

ხუთშაბათს საღამოს ერაყის ქალაქ ბალადში, რომელიც ძირითადად შიიტებით არის დასახლებული,
სულ ცოტა 60 ადამიანი იქნა მოკლული. თითქმის ერთდროულად აფეთქდა სამი დანაღმული ავტომობილი - პოლიციის შენობასთან, ბანკთან და ადგილობრივ ბაზარზე. ქალაქი ბაღდადიდან ჩრდილოეთით 80 კილომეტრზე მდებარეობს. ხუთშაბათსვე ერაყის დედაქალაქში ამერიკის ჯარებმა ჩხრეკა ჩაატარეს ორი სუნიტური ორგანიზაციის ხელმძღვანელთა ოჯახებში. ამოღებულია იარაღი. იტყობინებიან დაპატიმრებების შესახებაც. ორივე სუნიტური ორგანიცაზია - ერაყის ისლამური პარტია და ერაყელი ხალხის კონფერენცია - გამოდის მოწოდებით, ბოიკოტი გამოეცხადოს ქვეყანაში დაგეგმილ რეფერენდუმს, რომელიც კონსტიტუციის პროექტს შეეხება. უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში ერაყში ამერიკის 18 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG