Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ასობით ამერიკელმა სამხედრომ ერაყისა

დღეს ასობით ამერიკელმა სამხედრომ ერაყისა და სირიის საზღვარზე ალ-ყაიდას წევრებსა და მათ მხარდამჭერებზე შეტევა განახორციელა. ამერიკის სამხედრო ძალების ცნობით, ეს ოპერაცია – რომლის კოდური სახელწოდებაა "რკინის მუშტი" – დღეს დილით ადრე დაიწყო. შეერთებული შტატების მხარე არ აკონკრეტებს, მონაწილეობდა თუ არა ოპერაციაში ერაყის ჯარი.

დღესვე შეერთებული შტატების ჯარმა ხუთასამდე ერაყელი პატიმარი გაათავისუფლა აბუ გრაიბის ციხიდან. ამით დასრულდა მუსულმანური დღესასწაულის, რამადანის პატივსაცემად შემუშავებული 1000 პატიმრის გათავისუფლების გეგმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, განაცხადა, რომ ამერიკამ თავისი მისია ერაყში არ უნდა შეწყვიტოს. მისი თქმით, ამერიკელებმა უნდა გაიაზრონ, რა შედეგები მოყვება ერაყის დათმობას, მისი სიტყვებით, "ულმობელი მკვლელებისთვის":

[რაისის ხმა]: ახლა ერაყიდან რომ გამოვიდეთ, ეს ერაყის დემოკრატიული მოსახლეობის მიტოვება იქნება მაშინ, როდესაც მათ ყველაზე მეტად ვჭირდებით; ამით რეგიონში თავისუფლების და დემოკრატიის ყველა მტერს გავაძლიერებთ, იქაურ მაცხოვრებლებს იმედიანი მომავლის შექმნის ყველა შანსს მოვუსპობთ; და ამერიკასაც საფრთხის ქვეშ დავაყენებთ.

ეს განცხადება კონდოლიზა რაისმა პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე გამოსვლისას გააკეთა.

დღესვე ბაღდადიდან მოვიდა ცნობა, რომ ოთხმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრის ძმა, ჯებარ ჯაბრ სოლაგი გაიტაცა.
XS
SM
MD
LG