Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა
საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარიზში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს იუნესკოს 33-ე გენერალური კონფერენციის მუშაობაში. დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას კი მინისტრი შეხვდება ევროპის კავშირის ოფიციალურ პირებს. ოფიციალური შეხვედრების გარდა, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაესწრება დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ ტრადიციულ საქველმოქმედო საღამოს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ბიზნესმენები და კულტურის მოღვაწეები. სალომე ზურაბიშვილი საქართველოში 16 ოქტომბერს დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG