Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ცნობით, ეკოლოგიური ვითარების გაუარესებამ


გაეროს ცნობით, ეკოლოგიური ვითარების გაუარესებამ შესაძლოა 2010 წლამდე 50 მილიონამდე ადამიანს მიატოვებინოს საცხოვრებელი ადგილები

გაეროს ცნობით, ეკოლოგიური ვითარების გაუარესებამ შესაძლოა 2010 წლამდე 50 მილიონამდე ადამიანს მიატოვებინოს საცხოვრებელი ადგილები
და შექმნას ადგილნაცვალი პირების ახალი კატეგორია -"ეკოლოგიური მიგრანტები". ანგარიშში, რომელიც ეფუძნება გაეროს გარემოსა და ჰუმანიტარული უსაფრთხოების ინსტიტუტის ბოლოდროინდელ კვლევას, აღნიშნულია, რომ უდაბნოს გაფართოების, ზღვის დონის ამაღლების, წყალდიდობებისა და გრიგალების შედეგად, რაც კლიმატურ ცვლილებებს უკავშირდება, შესაძლოა მილიონობით ადამიანს მოუწიოს მიგრაცია. განსაკუთრებული საფრთხე შეინიშნება ჩინეთში, გობის უდაბნოში, რომელიც წელიწადში 10 000 კვადრატული კილომეტრით ფართოვდება. გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ ეკომიგრანტებს ისეთივე დახმარება და ხელშეწყობა სჭირდებათ, როგორც პოლიტიკურ მიგრანტებს, ომებსა და ჩაგვრას რომ გაურბიან.
XS
SM
MD
LG