Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უამინდობა აძნელებს სამაშველო ოპერაციებს პაკისტანში


უამინდობა აძნელებს სამაშველო ოპერაციებს პაკისტანში 8 ოქტომბრის მძლავრი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში.

უამინდობა აძნელებს სამაშველო ოპერაციებს პაკისტანში 8 ოქტომბრის მძლავრი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში.
სამხედრო პრეს-მდივან საუკატ სულტანის დღევანდელი განცხადებით, შაბათი საღამოს მერე სამაშველო ოპერაციები აღარ განახლებულა უამინდობის გამო - ლაპარაკია კოკისპირულ წვიმებზე, ჭექა-ქუხილზე. გუშინ არმიის შვეულმფრენი ჩამოვარდა ქაშმირის პაკისტანის კუთვნილ ნაწილში სამაშველო ოპერაციის დროს. დაიღუპა ეკიპაჟის 6 წევრი. არადა, მიწისძვრის შემდეგ კიდევ ბევრი საჭიროებს დახმარებას. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 8 ოქტომბრის მიწისძვრამ პაკისტანში 40 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაშავებულების რიცხვი 62 000-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG