Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ მუსაიბში შიიტების მეჩეთთან


ერაყის ქალაქ მუსაიბში შიიტების მეჩეთთან მოწყობილმა აფეთქებამ, სულ ცოტა, 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ერაყის ქალაქ მუსაიბში შიიტების მეჩეთთან მოწყობილმა აფეთქებამ, სულ ცოტა, 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
დაჭრილების რიცხვი 60-ს აღწევს. მუსაიბი ბაღდადის სამხრეთით, 60-მდე კილომეტრში მდებარეობს. დღესვე ერაყში აღრიცხული სხვა ინციდენტებისას, სულ ცოტა, 13 ერაყელი მოკლეს, 25 კი დაჭრეს. ამერიკელი სამხედროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დასავლეთში მდებარე ქალაქ რამადიში და მის სიახლოვეს 4 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. გარდა ამისა, ამერიკელებმა საჰაერო ოპერაციისას გაანადგურეს "ალ-ყაიდის" წევრების თავშესაფრად მიჩნეული შენობები ქალაქ ჰუსაიბაში, სირიის საზღვრის სიახლოვეს.
XS
SM
MD
LG