Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრემიერ მინისტრი, დომინიკ დე

საფრანგეთის პრემიერ მინისტრი, დომინიკ დე ვილპენი, და შინაგან საქმეთა მინისტრი, ნიკოლას სარკოსი, სპეციალურ შეკრებას დაესწრნენ, და პარიზის გარეუბნებში რვა დღის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების შეჩერების შესახებ იმსჯელეს.

პარიზის ღარიბ გარეუბნებში მღელვარება გასულ კვირაში დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება. მღელვარების დაწყების მიზეზი ქლიში-სუ-ბუას რაიონში ორი მოზარდის სიკვდილი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პოლიციას გაურბოდნენ. არეულობა რამდენიმე სხვა ქალაქზეც გავრცელდა. მოზარდებმა, რომელთა გადამწყვეტი უმრავლესობა წარმოშობით აფრიკის ქვეყნებიდანაა, და საფრანგეთში სოციალურად ღარიბ ფენას მიეკუთვნება, ასობით მანქანა დაწვეს. გუშინ მათ პოლიციას და მეხანძრეებს ცეცხლიც გაუხსნეს, თუმცა არავინ დაშავებულა.
დღეს პარიზის პოლიციამ განაცხადა, რომ არეულობებთან დაკავშირებით 78 ადამიანია დაკავებული. პარიზის გარეუბნებში ათას სამასი პოლიციელი იყო მობილიზებული.
პოლიციის ცნობით, დღეს, დღის განმავლობაში, მღელვარების ინტენსივობა ოდნავ შემცირდა. თუმცა პოლიცია კიდევ ერთი რთული ღამისთვის ემზადება.
XS
SM
MD
LG