Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანიდან ორი მთავარი ოპოზიციური პარტიის


აზერბაიჯანიდან ორი მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე 48 საათით ადრე პოლიციამ მათი წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზატორები დააპატიმრა.

აზერბაიჯანიდან ორი მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე 48 საათით ადრე პოლიციამ მათი წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზატორები დააპატიმრა.
ეროვნული ფრონტის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაპატიმრებულია მათი წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზატორი, ქაბილ მამეძაევი. ეროვნული ფრონტის მთავარი პარტნიორის, დემოკრატიული პარტიის მონაცემებით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციამ პარტიის შტაბ-ბინის რეიდის დროს მათი კამპანიის ორგანიზატორი, ფარამაზ ჯავადოვი, დააპატიმრა და პარტიის წინასაარჩევნო ბროშურების კონფისკაცია მოახდინა. პოლიციას ჯერჯერობით არც ერთი დაკავების ფაქტი არ დაუდასტურებია.

პარალელურად, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდა, გამოასწოროს ის ხარვეზები, რომელიც თან ახლავს კვირას დანიშნული არჩევნებისთვის მზადებას. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, შონ მაქკორმაკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება აზერბაიჯანისთვის, და ამ ქვეყნის ვაშინგტონთან ურთიერთობისთვის, გადამწყვეტია.
XS
SM
MD
LG