Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 ნოემბერს რუმინეთში გაიმართება საქართველოს


9 ნოემბერს რუმინეთში გაიმართება საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის შეხვედრა,

9 ნოემბერს რუმინეთში გაიმართება საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის შეხვედრა,
რომლის მონაწილეები (ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის წარმომადგენლები) განიხილავენ ნატოსთან და ევროპის კავშირთან ინტეგრაციისა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარების საკითხებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილი. საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიზანია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს საქართველოს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური და ადმინისტრაციული რეფორმების განხორციელების პროცესს.
XS
SM
MD
LG