იორდანიაში აფეთქებები განახორციელა ერაყის ოთხმა მოქალაქემ,
მათ შორის ერთმა ქალმა - ამას აცხადებს "ალ ყაიდის" ტერორისტული ქსელი ერთ-ერთ ისლამისტურ საინტერნეტო გვერდზე. დამოუკიდებელი წყაროებით ამ ინფორმაციის შემოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამანის სამ სასტუმროში ოთხშაბათს მოწყობილ აფეთქებათა სერიას, სულ ცოტა, 57 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი ასს აღწევს. დაზარალებულთა უმრავლესობას ქორწილის სტუმრები შეადგენენ. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მკაცრად დაგმო ტერაქტები: [კოფი ანანის ხმა] "დაზარალებულთა უმრავლესობა ქორწილის სტუმრები იყვნენ, მათ შორის ბევრი იყო ბავშვი. ის, რაც სიცოცხლის ზეიმი უნდა ყოფილიყო, იქცა უბედურებად - ტერორისტთა მორიგ თავდასხმად. ვერავითარი იდეოლოგია, ვერავითარი არგუმენტები ვერ გაამართლებს უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ მკვლელობას."