Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში პოლიტიკური ოპოზიციის დაახლოებით 500


ბაქოში პოლიტიკური ოპოზიციის დაახლოებით 500 წარმომადგენელი შეიკრიბა. მათ საპარლამენტო არჩევნებზე დეპუტატის მანდატის მოპოვება ვერ შესძლეს.

ბაქოში პოლიტიკური ოპოზიციის დაახლოებით 500 წარმომადგენელი შეიკრიბა. მათ საპარლამენტო არჩევნებზე დეპუტატის მანდატის მოპოვება ვერ შესძლეს.
დღევანდელ შეხვედრაზე მათ 6 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმება და არჩევნების ხელახლა ჩატარება მოითხოვეს. ოფიციალური მონაცემებით, მმართველმა პარტიამ დეპუტატის 125 მანდატიდან დაახლოებით ნახევარი მოიპოვა.
დასავლელი დამკვირვებლების შეფასებით, ეს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ეუთოს წარმომადგენელმა, ურდურ გუნარსდოტირმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეუთოს დელეგაცია ბაქოში ყველა საჩივრის განხილვის დასრულებამდე, და არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, დარჩება:
[გუნარსდოტირის ხმა]: "ეუთოს დელეგაცია კვლავ ბაქოში იმყოფება, და იქ კიდევ ორ კვირას დარჩება. ჩვენი აზრით, მანამ, სანამ ყველა საჩივარი არ განიხილება, საბოლოო შედეგები არ გამოქვეყნდება, და არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სხვა საკითხი არ მოგვარდება – არჩევნები არ შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს".
XS
SM
MD
LG