Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი


გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი პაკისტანში ჩავიდა, ოქტომბრის კატასტროფული მიწისძვრით გამოწვეული

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი პაკისტანში ჩავიდა, ოქტომბრის კატასტროფული მიწისძვრით გამოწვეული
ზარალის ადგილზე გასაცნობად. "მსოფლიოს არ შეეძლო სრულად წარმომედგინა ის, რაც აქ მოხდა. დღეები გადის, დავიწყეთ კატასტროფის მასშტაბის გაცნობიერება და ვცდილობთ ყველა რესურსის მობილიზებას, რაც კი შესაძლებელია," თქვა ანანამა. შაბათს ისლამაბადში იხსნება დონორი ქვეყნების კონფერენცია. წინასწარი მონაცემებით, პაკისტანის დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად საჭიროა ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი. სტიქიურ უბედურებას 73 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG