Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი კვლავ აცხადებს, რომ არ


ირანი კვლავ აცხადებს, რომ არ აპირებს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს ერაყში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემებზე.

ირანი კვლავ აცხადებს, რომ არ აპირებს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს ერაყში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემებზე.
ახლახან ერაყში შეერთებული შტატების ელჩმა ზალმაი ხალილზოდმა თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ირანის ხელისუფლებასთან ერაყში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე მოლაპარაკებების გამართვა სურს. კვირას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ თქვა. "შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები არ შედის ჩვენს გეგმებში. ერაყში უსაფრთხოება შიდა საქმეა, რომელიც მხოლოდ თავად ერაყელებს ეხება. ერაყელი ხალხი ბრძენია და თავად უნდა განსაზღვროს თავის მომავალი. არ არსებობს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკეებებზე ამ საკითხის განხილვის არავითარი აუცილებლობა."

XS
SM
MD
LG