Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ ლენონის მკვლელობიდან 25 წელი


ჯონ ლენონის მკვლელობიდან 25 წელი შესრულდა. ინგლისის ჩრდილოეთში, ლენონის მშობლიურ ქალაქ

ჯონ ლენონის მკვლელობიდან 25 წელი შესრულდა. ინგლისის ჩრდილოეთში, ლენონის მშობლიურ ქალაქ
ლივერპულში ეს თარიღი ასობით ბუშტის და ათასობით ბარათის ცაში გაშვებით, სიმბოლურად აღნიშნეს. ლივერპულში ლენონის მუზეუმი მუშაობს, მისი ძეგლი დგას და მისი სახელობის აეროპორტი ფუნქციონირებს. ლენონის ძეგლთან მოკლე ცერემონია გაიმართა. ძეგლი იმავე ქუჩაზე დგას, სადაც ცნობილი Cavern Club-ი მდებარეობს - ამ კლუბში ლენონის ლეგენდარული ჯგუფის, ბიტლზის, პირველი გამოსვლა შედგა. ლივერპულის მერმა, ალან დინმა, განაცხადა – "ძალიან ცოტა ადამიანმა გამოიყენა საკუთარი სახელი და დიდება იმისათვის, რომ უსამართლობას დაპირისპირებოდა და სამყაროში სიყვარული და მშვიდობა გაევრცელებინა ისე, როგორც ეს ლენონმა გააკეთა". ნიუ-იორკში რამდენიმე ათეული ადამიანი ყვავილებით და სანთლებით ხელში მივიდა ცენტრალური პარკის მონაკვეთთან, რომელიც იმ შენობის წინ მდებარეობს, სადაც ლენონს 1980 წლის 8 დეკემბერს, ფსიქიურად აშლილმა თაყვანისმცემელმა ესროლა.
XS
SM
MD
LG