Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში უშიშროების მკაცრ ზომებს მიმართავენ


ერაყში უშიშროების მკაცრ ზომებს მიმართავენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხუთშაბათს - საყოველთაო არჩევნების დღეს - მინიმუმზე იქნეს დაყვანილი ძალადობა.

ერაყში უშიშროების მკაცრ ზომებს მიმართავენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხუთშაბათს - საყოველთაო არჩევნების დღეს - მინიმუმზე იქნეს დაყვანილი ძალადობა.
უშიშროების ზომების შესახებ დაწვრილებით ისაუბრა დღეს ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაიან ბეიკერ სოლაღმა. მან გააკეთა განცხადება 5 უქმე დღის დაწესების, იარაღის ტარების აკრძალვისა და კომენდანტის საათის შემოღების შესახებ. გარდა ამისა, სახმელეთო საზღვრები ჩაიკეტება და აეროპორტები დაიხურება სამშაბათიდან პარასკევამდე. ამის მსგავს ზომებს მიმართეს წელს ოქტომბერში კონსტიტუციის შესახებ გამართული კენჭისყრისას და იანვარში, გარდამავალი პერიოდის პარლამენტის არჩევნების დროს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის პრემიერ-მინისტრი იბრაჰიმ ალ-ჯააფარი არ აპირებს მეამბოხეებთან დიალოგის დაწყებას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. როგორც მან დღეს საინფორმაციო სააგენტო "როიტერსთან" ინტერვიუში აღნიშნა, ის ვერ შეეწყობა იმ მეამბოხეებსაც კი, ვისაც განიარაღება და პოლიტიკაში ძალების მოსინჯვა სურს.
XS
SM
MD
LG