Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა ლიკუდის პარტია დატოვა და შევა ახალ ცენტრისტულ მოძრაობაში,

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა ლიკუდის პარტია დატოვა და შევა ახალ ცენტრისტულ მოძრაობაში,
რომელსაც პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი ხელმძღვანელობს. შაულ მოფაზის ოფისი როგორც იუწყება, მინისტრმა ეს გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც შარონისაგან მიიღო დაპირება, რომ ისრაელში მარტის საპარლამენტო არჩევნებში შარონის პარტიის წარმატების შემთხვევაში, მოფაზი შეინარჩუნებს თავდაცვის მინისტრის პოსტს. შარონმა წელს, ნოემბერში ჩამოაყალიბა მოძრაობა "კადიმა" - მას შემდეგ, რაც დატოვა ლიკუდის პარტია მასში განხეთქილების გამო. პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი იყო ღაზის სექტორიდან ისრაელის გასვლის სტრატეგია, რომელსაც შარონი მიზანშეწონილად მიიჩნევს. მას ახალ პარტიაში ფინანსთა და იუსტიციის მინისტრები გაჰყვნენ. რამდენიმე დღის წინ კი ლიკუდის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმაც აღნიშნა, რომ შარონს ახალ პარტიაში მიჰყვება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შიმონ პერესიც ემხრობა შარონს და მის "კადიმას".
XS
SM
MD
LG