Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისა


ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა გაიმართა.

ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა გაიმართა.
როგორც იუწყებიან, საუბარი შეეხო ამერიკელი მინისტრის, დონალდ რამსფელდის გუშინდელ განცხადებას, რომ აშშ აპირებს სამხედრო მოსამსახურეების რიცხვის შემცირებას 2-3 ათასი კაცით. ამჟამად ავღანეთში 19 000 ამერიკელი სამხედროა განთავსებული. როგორც რამსფელდმა ჟურნალისტებს უთხრა კარზაისთან შეხვედრის შემდეგ, ჯარის შემცირების შესახებ გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ განაგრძობს თალიბანის და ალ-ყაიდის დარჩენილი მიმდევრების წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას. ავღანეთში რმსფელდი პაკისტანიდან ჩავიდა - იქ კი მოინახულა 8 ოქტომბრის ძლიერი მიწისძვრით დაზარალებული რეგიონი. მიწისძვრამ პაკისტანსა და ინდოეთში 74 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG